ჩვენ გვესმის, რომ ამ არჩევნებზე კოვიდის გამო მთელ მსოფლიოში და საქართველოში არასრულფასოვანი [სადამკვირვებლო] მისიები გვქონდა და ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავე კრიტიკა არის ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის, პირველ რიგში, განსაკუთრებით NDI-ის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებში, დაშინებაზე, დათრგუნვაზე, მოსყიდვაზე, როგორც მთავარ პრობლემებზე არჩევნების, ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, პოლიტიკოსისთვის მაინც არასაკმარისად მკვეთრი იყო ეს შეფასებები საბოლოო შედეგთან მიმართებაში... ახლა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მეგობარმა, რომელიც გულწრფელად ქართველ ხალხს გვერდში უდგას, მიიღოს გზავნილი, როგორი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის ეს რეჟიმი, ასეთი მეთოდები და ასე ჩატარებული არჩევნები, საჭიროა მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება.
არჩევნები 2020
ბოკერია: საქართველოს მეგობრებმა უნდა გაიგონ, რომ ეს რეჟიმი მიუღებელია ქართველი ხალხისთვის
tbl.ge/57ww
დაკოპირდა

ამბობს ტელეკომპანია მთავარისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია. ოპოზიცია ითხოვს, გადადგეს თამარ ჟვანია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მათ "ოცნებას" დრო 20:00 საათამდე მისცეს. 8 ნოემბერი, 2020
ამავე თემაზე
- დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
- ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
- სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
- მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
- მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო




