არჩევნები 2020

ჯაფარიძე: ხალხი არჩევნებით ცვლილებებს ელოდა, ეუბნებიან "თქვენი არჩევანი ფეხებზე გვკიდია"

დღევანდელი აქციის მიზანი არის ის, რომ ყველამ და, პირველ რიგში, მთავრობამ, ისევე, როგორც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დაინახონ, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, გაბრაზებული იმის გამო, რომ მათ წაართვეს არჩევანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მგონია, რომ საკმარისზე მეტია ამ გზავნილის გასაგზავნად. გარდა ამისა, რაც დავაყენეთ მოთხოვნები, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივიღოთ ხელახალი არჩევნები. ამ არჩევნების გასწორება რამენაირად არის შეუძლებელი. არჩევნები არის გაყალბებული, არავინ არ იცის, რამხელა არის ამის მასშტაბი, თუმცა, რაც ვიცით და რისიც სჯერა აქ მყოფ ყველა ადამიანს, არის ის, რომ, მინიმუმ, იმდენად არის გაყალბებული, რომ ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო და არ შეცვლილა. ეს ხალხი არის ჩვეულებრივი უზურპატორები. ჩვენ რომ მიგვეღო პროპორციული არჩევნები, რასაც ვითხოვდით აქ თვეების განმავლობაში, ამ ადგილას რუსთაველზე, ახლა ოცნება ხელისუფლებაში არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ წავედით კომპრომისზე, დავთმეთ და დავტოვეთ მაჟორიტარული ოლქები რაღაც ნაწილში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ხელისუფლებამ გაგვიყალბა და მაინც ცდილობს, რომ დარჩეს ხელისუფლებაში. შეუძლებელია, არ გაუვა, თვითონ რაც დაწერეს იმ რიცხვებითაც კი, ამ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ეუბნება, რომ ისინი აღარ უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.

თუ დღევანდელი დღე და ეს რაოდენობა არ აიძულებს [ხელისუფლების დათმობას], პროცესი აიძულებს. შეუძლებელია, შენ გააგრძელო ქვეყნის ნორმალურ მდგომარეობაში მართვა ამ პირობებში, როცა ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში და ამას ემატება პოლიტიკური კრიზისი. არცერთი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და არის ბოიკოტს რეჟიმში. შეუძლებელია, ასე გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება.

8 საათის შემდეგ გაგრძელება პროტესტი... ეს ბრაზი რომელიც ხალხშია, არსად არ წავა. წლების განმავლობაში ეს ხალხი ელოდა, რომ "ჯერ მოვითმენთ, ცოტა ხანი კიდევ დაველოდოთ, მოვა არჩევნები და არჩევნებზე შევცვლით" და ახლა ეუბნებიან, რომ "არა, თქვენი არჩევანი ფეხებზე გვკიდია". ამიტომ ეს ბრაზი არსად არ გაქრება. შეუძლებელია, ამ ხალხმა მოითმინოს 4 წელი ამათი მმართველობა. ყველა შემთხვევაში იქნება ხელახალი არჩევნები.

ამბობს ტელეკომპანია მთავართან ინტერვიუში გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ოპოზიცია ითხოვს, გადადგეს თამარ ჟვანია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ხელახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მათ "ოცნებას" დრო 20:00 საათამდე მისცეს.

კომენტარები