არჩევნები 2020

მათიკაშვილი: პატარ-პატარა ჯგუფები საოლქო კომისიებთან არაფრისგან პრობლემას ქმნიან

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი საოლქო კომისიებთან გამართულ აქციების გამოეხმაურა. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ საოლქო კომისიებში სხდომებზე შესვლა არის მკაცრად რეგლამენტირებული და პარტიების წარმომადგენლებს მხოლოდ კანონში გაწერილი რაოდენობით შეუძლიათ დაესწრებიან სხდომებს. მათიკაშვილი ამბობს, ადამიანებმა, რომლებიც საოლქო კომისიებთან იდგნენ და "ძალადობდნენ პოლიციაზე", იცოდნენ, რომ მათ სხდომაზე არავინ დაუშვებდა, რადგან არ იყვნენ უფლებამოსილი პირები, მაგრამ "მაინც წევდნენ ტემპერატურას".

"ნათელია, პატარ-პატარა ჯგუფები ადამიანებსა სხვადასხვა საოლქო კომისიის შენობასთან ფაქტიურად ცდილობენ, არაფრიდან შექმნან პრობლემა იმის, რომ მათ არ უშვებენ შენობაში. აქ ხომ არ არის საუბარი პროცესზე, აქ საუბარია, რომ მათ არ უშვებენ შენობაში. ყველას წარმომადგენელი არის შენობაში, მათ ყველაფერი იციან, რა ხდება იქ, რა პროცედურები მიმდინარეობს და გააჩნიათ კანონიერი, ლეგიტიმური გზა, შემდგომ თუ არ მოეწონებათ ეს პროცედურა, რა გზას მიმართონ. ყველამ ძალიან კარგად იცის პროცედურა გამჭვირვალე საკანონმდებლო სივრცეში ტარდება." - თქვა დავით მათიკაშვილმა ტვ პირველის გადაცემაში რეაქცია.

დავით მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციამ იცის, რომ წააგო არჩევნები პირველ ტურში, მაგრამ არ ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებსა და შეფასებებს საარჩევნო პროცესის შესახებ და შეგნებულად ცდილობს, შეუქმნას "სხვა წარმოდგენა" საზოგადოებას.

მათიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო პროცესში არსებობდა ტექნიკური პრობლემა, ცესკო-ს დიდი რაოდენობით კოვიდინფიცირებული თანამშრომლის ჩანაცვლება მოუწია და ამან დაწია პროფესიონალიზმის დონე. ქართული ოცნების წევრი ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. მათიკაშვილის ინფორმაციით, გამასწორებელი ოქმები უკვე შედგენილია და რეალური ბალანსია წარმოდგენილი. დავით მათიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესში დაფიქსირებული დარღვევები ვერ იქონიებდა არჩევნების შედეგებზე გავლენას.

კომენტარები