ეკონომიკა

გაუფასურების ახალი რეკორდი 1 ევროს ღირებულება 4 ლარს აღემატება

ეროვნულმა ვალუტამ დღეს გაუფასურების ახალი რეკორდი დაამყარა. ახალი კურსის მიხედვით, ლარი ევორსთან მიმართებით 10.9 თეთრით გაუფასურდა. 

ამ დროითვის 1 ევროს ღირებულება 4.0137 ლარს შეადგენს, არასდროს საქართველოს ისტორიაში ევრო ასე ძვირი არ ღირებულა. 1 ევროს ღირებულებამ 4 ლარს პირველად გადააჭარბა. 

ბოლო დღეებში გაუფასურების რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება ლარი დოლართან მიმართებაშიც. ამ დროისთვის 1 დოლარის ღირებულება 3.40 ლარს უტოლდება. 

მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  იყო 3.0571 ლარი, ხოლო 1 აშშ დოლარისა – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 57 თეთრით, ხოლო ევროსთან 95 თეთრით გაუფასურდა.

 

კომენტარები