ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 4.2 თეთრით, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნულმა ვალუტამ დოლართან მიმართებით 4.2 თეთრი, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი დაკარგა.

ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, ხოლო 1 ევროსი – 3.9042 ლარი. 


2 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა. სებ-მა ლარის კურსის სტაბილურობისთვის ეს არაერთხელ გააკეთა. მხოლოდ სექტემბერ-ოქტომბერში სებ-მა 320 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე. მთლიანად, მიმდინარე წელს კი ეროვნულმა ბანკმა 709 მილიონი დოლარი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით დაეცა პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე. 8 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი  3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის – 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 51 თეთრით, ხოლო ევროსთან 84 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები