არჩევნები 2020

მათიკაშვილი: ის რეჟიმი რომ იყოს, რა ძალასაც მელია წარმოადგენს, ციხიდან არ გამოასუნინებდნენ

"დღეს რომ ის რეჟიმი იყოს და ის პერიოდი, რა პოლიტიკურ ძალასაც ნიკანორ მელია წარმოადგენს, მას ციხიდან არ გამოასუნინებდნენ". - ასე ეხმაურება ქართული ოცნების წევრი, დავით მათიკაშვილი ენმ-ძალა ერთობაშიას წევრისთვის, ნიკა მელიასთვის 70 000 ლარამდე გაზრდასა და სხვა შეზღუდვების მოხსნას.  

"ზუსტად ვიცი. იმ დემოკრატიულ, ლმობიერ და ჰუმანურ საკანონმდებლო სივრცეში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ადამიანის ღირსებაზე ორიენტირებულ სივრცეში, კეთილი ინებოს და ყველამ დაიცვას შესაბამისი წესი. მას გაუმკაცრდა კი არ შეეცვალა და კი არ გაუუქმდა, წესია, პირდაპირ კანონდებლობაში წერია, რომ თუ დაარღვევს აღკვეთის ღონისძიებას, გაუმკაცრდება". – ამბობს დავით მათიკაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში. 

პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდასა და სხვა შეზღუდვების მოხსნას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

"მთავარია, შენს თავს არ უღალატო და თუ ჩვენ ჩვენს თავს არ ვუღალატებთ, სხვებსაც არ ვუღალატებთ და მე უბრალოდ აღარ ვაპირებ ამ სამაჯურის ტარებას. გამორიცხული ამბავია. მე ამ სამაჯურს აღარ ვატარებ, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლობის სიმბოლო, ეს არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც მე აღარ შევიბამ, გამორიცხულია და ზუსტად ვიცი, ვიჯდები მე ციხეში, თუ ვიქნები თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს". – თქვა მაშინ ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას ამ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც თქვა, რომ დაიჭერენ თუ არა ოპოზიციურ ლიდერს, ეს სამართალდამცავი უწყებების გადაწყვეტილებაა, თუმცა, ეს მას პოლიტიკურად სწორად არ მიაჩნია.

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.

კომენტარები