არჩევნები 2020

კახიძე: ოცნების მიერ მიღებული ხმების მეოთხედი პირდაპირ ბათილად არის საცნობი

როგორ მუშაობდა ივანიშვილის მოსყიდვის და დაშინების სქემა?

მექანიზმი იყო შემდეგი:

კარუსელის ორგანიზატორს უბნიდან გამოჰქონდა ცარიელი ბიულეტენი, გარეთ ხაზავდნენ 41-ს და ამომრჩეველს ატანდნენ შემოხაზულ ბიულეტენს, რომელიც ვარდებოდა ყუთში და სანაცვლოდ გამოდიოდა ცარიელი ბიულეტენი. 

ასე ჩაგდებული ბიულეტენები ვერ ჩაითვლება თავისუფალი,  ფარული და სამართლიანი არჩევნების პროდუქტად. არამედ ეს არის ზეწოლით, მოსყიდვით და ღია კენჭისყრით, ერთი ჯგუფის მიერ სხვების ნაცვლად გაკეთებული "არჩევანი". 

რომ წარმოიდგინოთ ამ სქემის მასშტაბი - ასეთი უბანი, სადაც ბიულეტენი გარეთ გაიტანეს და მოსყიდვა-დაშინების სქემა კარუსელით ამუშავეს, არის 969 - 3847-დან, ანუ უბნების მეოთხედი. 

ეს ნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმების მეოთხედი - 232.000 ხმა არის პირდაპირ ბათილად საცნობი. 

რაოდენობრივად სულ გაიტანეს 8404 ბიულეტენი, ანუ გატანის ერთეული შემთხვევები კი არ იყო, არამედ კარუსელის რამდენიმე პარალელური სქემა მუშაობდა - მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის და კრიმინალების. 

ეს არ ეყოთ და უბნებზე დათვლის დროს კიდევ მოიპარეს 3%, რაც სამართლიანმა არჩევნებმა დააფიქსირა პარალელური დათვლით, ანუ დამატებით 27.000 ხმა. 

არც ეს ეყოთ და ზემოდან კიდევ ოქმები გადაასწორეს, ერთიანები ოთხიანებად და ხუთიანები რვიანებად გადააკეთეს ხმების ქურდებმა. 

მოკლედ, გაყალბების მასშტაბური სქემა, რომელიც არათუ გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე, არამედ თავდაყირა აყენებს მას - გაშიფრული და მტკიცებულებებით დადასტურებულია. 

აქ არ შედის გაყალბების შემდეგი სახეობები:

- ხმის რამდენჯერმე მიცემა სხვის მაგივრად;
- ფოტოს გადაღების დავალდებულება;
- ბიულეტენების ჩაყრა;
- კომისიის წევრების მოსყიდვა და უბნის "გამწვანება", რა დროსაც ვეღარც დისბალანსს დაადგენ და ვერც ვერაფერს და ა.შ.

ამ ცალკეული სქემების შესახებაც გვაქვს მტკიცებულებები, უბრალოდ გაყალბების მასშტაბი ყველაზე უკეთ მოსყიდვის და იძულების კარუსელით ჩანს. 

250.000 უკანონო ხმა 928.000-დან, რაც არის 36% 48%-ის ნაცვლად. 

ამიტომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, სადაც სისტემურად გამოირიცხება ასეთი კრიმინალური სქემებით მოქალაქეთა ხმების მოპარვა.

წერს ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი ოთო კახიძე.

კომენტარები