არჩევნები 2020

სახელმწიფო დეპარტამენტი: ხარვეზებსა და დოკუმენტირებულ დარღვევებს პასუხი უნდა გაეცეს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, კეილ ბრაუნი, 31 ოქტომბერს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს Twitter-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენ ვიზიარებთ ეუთოს შეფასებას: საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო, მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლაზე და პარტიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ ბუნდოვან ხაზებზე საზოგადოების ნდობა შეამცირა. ხარვეზებსა და დოკუმენტირებულ დარღვევებს პასუხი უნდა გაეცეს" – წერს ბრაუნი. 

მან პოსტით, ასევე, გააზიარა თბილისში აშშ-ს საელჩოს ოფიციალური განცხადება 31 ოქტომბრის არჩევნებზე.

ეუთო/ოდირის შეფასება შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები