კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში გამოვლინდა, 506 – აჭარაში, 324 – იმერეთში

კორონავირუსის ახალი 1 943 შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324.ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში - 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4. 

გარდაცვლილი 20 პაციენტიდან თბილისში გარდაიცვალა 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 

3 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 28633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 362 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები