არჩევნები 2020

ვაშაძე: ოპოზიციის ერთიანობით მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული

ეს არ არის არჩევნები, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ევროპა, ეს იყო უბრალოდ საარჩევნო მაროდიორობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით არცერთ შემთხვევაში. ვაპირებთ ოპოზიცია, რომ ვიყოთ პირველ რიგში ერთიანები, ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს, მეორე - ამ ერთიანი ძალით ჩვენ მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული, მათ შორის არც საერთაშორისო თვალსაზრისით და მესამე - ჩვენ გვაქვს კონკრეტულად განსაზღვრული სამოქმედო გეგმა და პირველი, რასაც ვაკეთებთ, მომავალ კვირას 3 საათზე, მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ. 

საქართველო არ შეეგუება არცერთ შემთხვევაში იმას, რაც მოხდა. არცერთი არ ვაპირებთ შეგუებას. არ გავუფორმებთ ამ შედეგებს ივანიშვილს და ჩვენ, საბოლოო ჯამში, აუცილებლად გავიმარჯვებთ. 

თქვა სტრატეგია აღამაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ოპოზიციის წევრების მიერ პარლამენტთან გამართულ აქციაზე.

კომენტარები