არჩევნები 2020

მარტივი საარჩევნო არითმეტიკა – ბოლო მონაცემებით, ვინ ქმნის უმრავლესობას

არჩევნები 2020
ტაბულა

ცესკოს მონაცემებით, პარტიული პროპორციული სიის ნაწილში ამ დროისთვის დათვლილია 3 484 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 90.5%-ს შეადგენს. ამგვარად, დასათვლელია კიდევ 363 საარჩევნო უბნის შედეგები. 

ამ დროისთვის პროპორციულ პარტიულ სიაში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 48.1%, 833 964 ხმა;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 26.8%, 464 268 ხმა;
  • ევროპული საქართველო – 3.78%, 65 430 ხმა;
  • ლელო – 3.22%, 55 787 ხმა;
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.2%, 55 453 ხმა;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%, 54 664 ხმა;
  • გირჩი – 3.01%, 52 099 ხმა;
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები - 1.36%, 23 629 ხმა;
  • ლეიბორისტული პარტია – 1%, 17 384 ხმა;

დანარჩენმა პარტიებმა, ცესკოს მონაცემებით, ხმათა 1%-ის მიღება ვერ შეძლეს, რაც პარლამენტში გამსვლელ ბუნებრივ ბარიერს წარმოადგენს. სხვა პარტიებიდან პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი ნინო ბურჯანაძის ერთიან საქართველოს აქვს, რომელმაც ამ დროისთვის ხმათა 0.84 პროცენტი [14 805 ხმა] მიიღო. 

ამგვარად გამოდის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც ქართულ ოცნებასთან კოალიციას შექმნას გამორიცხავენ – ენმ-ძალა ერთობაშია, ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი, მოქალაქეები და ლეიბორისტული პარტია – ჯამურად 733 261 ხმა მიიღეს, რაც ხმათა 42.3%-ს შეადგენს. 

როგორ შეიძლება ხმები გადანაწილდეს საპარლამენტო მანდატებში? 

ცესკოს ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტში, დიდი ალბათობით, სულ 9 პარტია შევა. 

იმის გამო, რომ მაჟორიტარული ოლქებით გასული დეპუტატების 100% აუცილებლად შედის პარლამენტში, ხოლო პროპორციულ სიაზე ე.წ. ჩამოჭრის მექანიზმი მოქმედებს, აბსოლუტური სიზუსტით მანდატების გადანაწილების პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, ცესკოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები საპარლამენტო მანდატებში, დაახლოებით, შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ქართული ოცნება – 57-58 მანდატი;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 32 მანდატი;
  • ევროპული საქართველო – 4-5 მანდატი;
  • ლელო – 4 მანდატი;
  • პატრიოტთა ალიანსი – 4 მანდატი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 4 მანდატი;
  • გირჩი – 3-4 მანდატი;
  • ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები – 1-2 მანდატი;
  • ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი; 

ამგვარად, ოპოზიციის, პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით, ჯამურად პროპორციული სიით შესული ოპოზიციონერი დეპუტატების რაოდენობა, დაახლოებით, 50-დან 52-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ქართულ ოცნებას პროპორციული სიით მაქსიმუმ 58 დეპუტატი გაყავს. ამგვარად, ოცნებამ მარტივი საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად 30-დან 18 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმარჯვოს. 

რა ხდება მაჟორიტარულ  ოლქებში?

თბილისი

დედაქალაქში სულ 8 მაჟორიტარული ოლქია. აქედან ამ დროისთვის საშუალოდ დათვლილია ხმათა 32%. ამ დროისთვის არცერთ ოლქში არ არის დათვლილი ხმათა 50%-იც კი. ყველაზე ცოტა ხმა დათვლილია ისანში – 18% და ყველაზე მეტი სამგორში – 40%. 

ამ დროისთვის ცესკოს მონაცემებით, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში სურათი შემდეგნაირად გამოიყურება: 

  • მთაწმინდა – დათვლილია ხმათა 35% – ბექა ოდიშარია [ქართული ოცნება] – 47.6%, შალვა შავგულიძე [ევროპული საქართველო] – 28.4%; საბა ბუაძე [ლელო] – 8.1%;
  • ვაკე – დათვლილია ხმათა 37%  – ნოდარ ტურძელაძე [ქართული ოცნება] – 41.6%, ელენე ხოშტარია [ევროპული საქართველო] – 36.3%, ლევან კობერიძე [ლელო] – 6.9%;
  • საბურთალო – დათვლილია ხმათა 27% – დავით სერგეენკო [ქართული ოცნება] – 44%, ალეკო ელისაშვილი [მოქალაქეები] – 18.8%; ბადრი ჯაფარიძე [ლელო] – 13.4%;
  • ისანი – დათვლილია ხმათა 18% – კახა კახიშვილი [ქართული ოცნება] – 46.9%, ხატია დეკანოიძე [ენმ] – 25.6%; გიორგი ვაშაძე [სტრატეგია აღმაშენებელი] – 13%;
  • სამგორი – დათვლილია ხმათა 40% – სოზარ სუბარი [ქართული ოცნება] 46%, ლევან ხაბეიშვილი [ენმ] – 38.7%; ფიქრია ჩიხრაძე [ლელო] – 4.6%;
  • დიდუბე-ჩუღურეთი – დათვლილია ხმათა 38% – გიორგი ვოლსკი [ქართული ოცნება] – 44.4%, ანა დოლიძე [დამოუკიდებელი] – 19.8%, ზურაბ ჯაფარიძე [გირჩი] – 19.7%;
  • ნაძალადევი – დათვლილია ხმათა 33% – მიხეილ ყაველაშვილი [ქართული ოცნება] – 45%, შალვა ნათელაშვილი [ლეიბორისტული პარტია] – 25%; ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი [ლელო] – 8%;
  • გლდანი – დათვლილია ხმათა 29% – ლევან კობიაშვილი [ქართული ოცნება] – 43.5%, ნიკა მელია [ენმ] – 43.1%; მერაბ ჭიქაშვილი [პატრიოტთა ალიანსი] – 4%;

ამგვარად, თბილისში მაჟორიტარულ ოლქებში, ცესკოს მონაცემებით, თითქმის ყველგან მეორე ტურია მოსალოდნელი, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხმების უმრავლესობა კვლავ დაუმუშავებელია რთული სათქმელია, რას შეიძლება, ველოდოთ. 

რა ხდება რეგიონალურ მაჟორიტარული ოლქებში?

  • სიღნაღი-დედოფლისწყარო-საგარეჯო-გურჯაანი – დათვლილია ხმათა 36% – დავით სონღულაშვილი [ქართული ოცნება] – 51.9%, ლევან ბეჟაშვილი [ენმ] – 29.7%; გიორგი ღვინიაშვილი [ევროპული საქართველო] – 7.9%;
  • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – დათვლილია ხმათა 33% – ირაკლი ქადაგიშვილი [ქართული ოცნება] – 47.6%, გიორგი ბოტკოველი [ენმ] – 39.7%, ზურაბ ჭიაბერაშვილი [ევროპული საქართველ] – 3.6%;
  • მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგი – დათვლილია ხმათა 44% – შალვა კერესელიძე [ქართული ოცნება] – 52.4%, ცეზარ ჩოჩელი [ენმ] – 30.8%;
  • რუსთავი – დათვლილია ხმათა 31% – ნინო ლაცაბიძე [ქართული ოცნება] – 48.4%, დავით კირკიტაძე – 30.7%, ირმა ნადირაშვილი [ევროპული საქართველო] –4.1%;
  • მარნეული – დათვლილია ხმათა 47% – ზაურ დარგალი [ქართული ოცნება] – 55.6%, აზერ სულეიმანოვი [ენმ] – 33.8%, აკმამედ იმამკულიევი [ევროპული საქართველო] –4.3%; 
  • ოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა – დათვლილია ხმათა 72% – გოგი მეშველიანი [ქართული ოცნება] 54.9%, კახა ოქრიაშვილი [ენმ] 40.4%;
  • გორი-კასპი – დათვლილია ხმათა 34% – გიორგი ხოჯევანიშვილი [ქართული ოცნება] – 56.4%, ბადრი ბასიშვილი [ენმ] – 27.7%; პაპუნა კობერიძე – 3.6%;
  • ხაშური-ქარელი – დათვლილია ხმათა 43% – ზაალ დუგლაძე – 48.6%, ნატო ჩხეიძე [ენმ] – 31.3%, კახა კოჟორიძე [ლელო] – 7.4%;
  • ახალციხე-ასპინძა-ადიგენი-ბორჯომი – დათვლილია ხმათა 46% – ანტონ ობოლაშვილი [ქართული ოცნება] – 62.1%, ვაჟა ჩიტაშვილი [ენმ] – 23.7%:
  • ახალქალაქი-ნინოწმინდა – დათვლილია ხმათა 88% – სამველ მანუკიანი [ქართული ოცნება] – 63.4%, ენზელ მკოიანი [დამოუკიდებელი] – 18%;
  • ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხი – დათვლილია ხმათა 72% – გოჩა ენუქიძე [ქართული ოცნება] – 57.8%, დილარ ხაბულიანი [ენმ] – 15.5%; 
  • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – დათვლილია ხმათა 67% – პაატა კვიჟინაძე [ქართული ოცნება] – 76.2%, გიორგი კაპანაძე [ენმ] – 11%;
  • ზესტაფონი-ბაღდათის-თერჯოლა-ტყიბული –  დათვლილია ხმათა 98%, ბეჟან წაქაძე [ქართული ოცნება] – 49.2%, კახა გეწაძე [ენმ] – 27%, გიგი წერეთელი [ევროპული საქართველო] – 12.2%;
  • სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონი – დათვლილია ხმათა 48% – გივი ჭიჭინაძე [ქართული ოცნება] – 51.8%, ნანა ჟორჟოლიანი [ენმ] – 29.7%, აკაკი ბობოხიძე [ევროპული საქართველო] – 9.9%;
  • ქუთაისი – დათვლილია ხმათა 26% – ზაზა ლომინაძე [ქართული ოცნება] – 41%, გრიგოლ ვაშაძე [ენმ] – 35%, ოთარ კახიძე – 5.7%; ანა ნაცვლიშვილი [ლელო] – 4.5%;
  • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – დათვლილია ხმათა 38% – ვასილ ჩიგოგიძე [ქართული ოცნება] – 56.8%, მანუჩარ კვირკველია [ენმ] – 22.9%;
  • წალენჯიხა-ჩხოროწყუს-მარტვილი-აბაშა – დათვლილია ხმათა 38% – ალექსანდრე მოწერელია [ქართული ოცნება] – 50.5%, როლანდ ფიფია [ენმ] – 33.8%, ლელა ქებურია [ევროპული საქართველო] – 7%;
  • ფოთი-ხობი-სენაკი – დათვლილია ხმათა 27% – ირაკლი ხახუბია[ქართული ოცნება] – 53%, მურთაზ ზოდელავა [ენმ] – 27.1%, გიორგი ბოკერია [ევროპული საქართველო] – 6.7%;
  • ზუგდიდი – დათვლილია ხმათა 26% – ირაკლი ჩიქოვანი [ქართული ოცნება] – 46.8%, მალხაზ ჯალაღონია [ენმ] – 37%, გიგი უგულავა [ევროპული საქართველო] – 7.8%;
  • ბათუმი – დათვლილია ხმათა 26% – რესან კონცელიძე [ქართული ოცნება] – 40%, ლევან ვარშალომიძე [ენმ] – 38.1%, არმაზ ახვლედიანი [ევროპული საქართველო] – 4%;
  • ქობულეთი – დათვლილია ხმათა 30% – ზაალ მიქელაძე [ქართული ოცნება] – 50%, ბონდო თედორაძე [ენმ] – 34.9%;
  • ხულო-შუახევი-ქედა-ხელვაჩაური – დათვლილია ხმათა 35% – ანზორ ბოლქვაძე – 49.1%, მიშა ბოლქვაძე [ენმ] – 31.9%, ტარიელ ნაკაიძე [ევროპული საქართველო] – 7%; 

ამგვარად, ამ დროისთვის ცესკოს შედეგებით გამოდის, რომ რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში პირველივე ტურში ქართული ოცნების 14 კანდიდატი იმარჯვებს. ამასთანავე პირველივე ტურში გამარჯვებასთან ახლოსაა მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქართულ ოცნებას პროპორციული და მაჟორიტარული ოლქების ჯამით, პარლამენტში 72 დეპუტატი შეჰყავს და უმრავლესობის მოსაპოვებლად კიდევ 4 ოლქში სჭირდება გამარჯვება. 

რაც შეეხება შესაძლო ოპოზიციურ კოალიციას, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბლოკი, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი და ლეიბორისტული პარტია მოიაზრება, მათ უმრავლესობის დასაკომპლექტებად 30 მაჟორიტარული ოლქიდან 24 ოლქში უნდა გაიმარჯვონ, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. 

კომენტარები