არჩევნები 2020

ჟორჟოლიანი: ოროსნები რომ ორიანს ხუთიანად აკეთებდნენ, ისე აკეთებდნენ პასტით ციფრებს

დავანებოთ თავი, რას ბოდავს თამარ ჟვანია, მოდი, ვნახოთ, რა არის რეალური ფაქტები. ძალიან კარგია, რომ ყველა ოქმის ასლი ინახება, ჩვენ გვაქვს ასლი, სადაც წერია, რომ 18 ხმა აქვს ქართულ ოცნებას, ცესკოს აქვს ატვირთული იგივე ასლის რაღაც გაურკვევლობა, სადაც წერია, რომ 48 აქვს ქართულ ოცნებას. ოროსნები რომ სკოლაში ორიანს ხუთიანად აკეთებდნენ, ხომ გახსოვთ, აი, ისე აკეთებდნენ პასტით ციფრებს, შევარდნაძესაც არ უკადრებია ასეთი რამე. 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც გადმოუგდეს და დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა გზით წავალთ. 

თქვა ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა. წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შედეგები არალეგიტიმურია და 16:00-ზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსეს.

კომენტარები