არჩევნები 2020

ხოშტარია: პირველი რასაც ვაკეთებთ, ოპოზიციის სწრაფი შეკრებაა, ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ

ტაბულა

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების პირველად შედეგებს ეხმაურება და ამბობს, რომ პირველი, რასაც ახლა აპირებენ, ოპოზიციის შეკრება და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებაა. 

"არ ვაპირებთ, რომ ივანიშვილის დაწერილი ციფრებით იხელმძღვანელოს ცესკომ და ამითი გვესაუბროს, რაც დაუკვეთეს. პირველი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ოპოზიციის სწრაფი შეკრებაა, ყველა შევიკრიბებით, ძალიან სწრაფად ვიმოქმედებთ და ზუსტად გეტყვით, რა ფორმით გავაპროტესტებთ. 

ყოველ შემთხვევაში, ეს რაც ეხლა ხდება, ეს არ არის საარჩევნო შედეგები. ცესკო კი არა, ბიძინა ივანიშვილი აყალბებს არჩევნებს, ეს უნდა გვესმოდეს, ამიტომ ვიდგებით ძაან მყარად ერთად და ყველაფერს შეგატყობინებთ". – ამბობს ხოშტარია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა. დათვლილია ხმათა 28.2% (1085 უბანი 3847-დან), რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას 54.72% აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - 23.61%, ევროპულ საქართველოს - 3.99%.

კომენტარები