არჩევნები 2020

ვაშაძე: ხალხი დაიღალა ეგზიტპოლომანიით, ეს არაადეკვატური მონაცემები ვალიდური ვერ იქნება

ახლა ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად არაადეკვატურ მონაცემებს ეგზიტპოლისას, განსხვავებულს ერთმანეთისგან, ამის მიზეზია ის, რომ ხალხი დაიღალა ეგზიტპოლომანიით, დაიღალა ამ ყველაფრით, 50%-ია ეგზიტპოლებში უარი პასუხზე, შესაბამისად, ეს ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში ვალიდური მონაცემები.

მე ზუსტად ვიცი, რომ გვაქვს გაცილებით მეტი მხარდაჭერა, ზუსტად გვაქვს ის მონაცემები, რამდენი ჩვენი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებზე. ამიტომ, მივმართავ მათ, ვინც ახლა არის საარჩევნო უბანზე - დაიცავით ხმები, დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის არჩევანი, იმიტომ, დღეს აუცილებლად გადაწყდება საქართველოში, რომ ჩვენ ვიწყებთ სრულიად ახალი პესპექტივით განვითარებას და ეს აუცილებლად ასე იქნება...

ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ეგზიტპოლში არის 40-45% უარი, ამ ეგზიტპოლის შედეგებს არ აქვეყნებენ, იმიტომ, რომ არავალიდურად ითვლება ასეთი მონაცემები...

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე სპეციალურ ბრიფინგზე

კომენტარები