არჩევნები 2020

უგულავა: ხმა მივეცი იმას, რომ ლუნატიკმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება

რა თქმა უნდა, ხმა მივეცი იმას, რომ ამ ლუნატიკმა დაამთავროს მმართველობა და ქვეყნის წვალება, ქვეყანა გავიდეს სამშვიდობოს, განვითარების გზაზე, ქვეყანას ჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, მკაფიოდ პროევროპული მთავრობა, რომელიც დაწევს გადასახადებს და ეფექტურად შეებრძოლება პანდემიას. ქვეყანას აღარ ჭირდება ბატონი, ჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მსახური, მოვა, იმსახურებს და წავა, არ ვიქნები ორიგინალური, თუ ვიტყვი, რომ ასეთი არის ევროპული საქართველო

ზუგდიდში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

კომენტარები