არჩევნები 2020

"ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს COVID 19 დაუდასტურდა

თელავის, ყვარლის და ლაგოდეხის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ქადაგიშვილი Facebook-ზე წერს.

"რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.
თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად". – წერს ირაკლი ქადაგიშვილი.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 35 567 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 16 904 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 273 კი გარდაიცვალა. 

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისში, მცხეთასა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები