არჩევნები 2020

კობახიძე: ენმ-ს ვანო მერაბიშვილის მეთაურობით ე.წ რევოლუციური შტაბი აქვს გახსნილი

გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ნაციონალურ მოძრაობას, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მითუმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად და დამაჯერებლადაც გაიმარჯვებს.

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები