არჩევნები 2020

მეზვრიშვილი: არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ

არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით აქტიურად იმუშავეს ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა და თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულად გარანტირებული, როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. 

მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა და დასკვნის სახით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. 

თქვა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები