ტერორიზმი

UNHCR: საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობას ვგმობ

მიშელ ბაჩელეტი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, საფრანგეთში მასწავლებლის "მკვლელობას" გმობს

"[ბაჩელეტი] ერთმნიშვნელოვნად გმობს სკოლის მასწავლებლის მკვლელობას საფრანგეთში". –განაცხადა მისმა სპიკერმა.

47 წლის ისტორიის მასწავლებელს, სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენების გამო, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის აბდულა ანზოროვმა, 16 ოქტომბერს თავი მოჰკვეთა.

ის პოლიციამ თავდასხმის ადგილიდან პარიზში რამდენიმე ქუჩის მოშორებით მოკლა. დააკავეს ამ საქმესთან კავშირში მყოფი პირები, მათ შორის, მოსწავლის მშობელი. გამოძიება გრძელდება.

მომხდარიდან მალევე ანზოროვის ტელეფონში ნახეს მისივე Twitter-ის ანგარიშზე გავრცელებული მასწავლებლის გვამის ფოტო და მესიჯი, რითაც ის მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებდა: "ყველაზე მოწყალე ალაჰის სახელით... [პრეზიდენტ ემანუელ] მაკრონს, ურწმუნოთა ლიდერს, მე მოვკალი ერთ-ერთი დემონი, რომელმაც გაბედა და მუჰამედი დაამცირა".

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, განცხადებით, პატი ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლია.

მასწავლებლის მიზანში ამოღება საფრანგეთის მრავალმა საჯარო პირმა შეაფასა, როგორც საფრანგეთის სახელმწიფოებრიობის არსზე, მის ღირებულებებზე, სეკულარიზმზე, რწმენის თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმა.

19 ოქტომბერს პარიზში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რესპუბლიკის მოედანზე პატის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად.

კომენტარები