ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
არჩევნები 2020

ქართული პოლიტიკის ანდერგრაუნდი

ოთო ჯანგავაძე
ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2020 - 22:17
tbl.ge/56ht
დაკოპირდა
ტრიბუნა, მიხეილ ქავთარაძეFacebook
თავისუფალი საქართველო, ისნის ფილიალიFacebook
სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორიFacebook
მომავალი საქართველო, გიორგი ლაღიძეFacebook
ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიFacebook
თეთრებიFacebook
თეთრები
თეთრები
პროგრესული საქართველოFacebook
ახალი ძალის თავმჯდომარე ლაზარე ზაქარიაძეFacebook
რეფორმატორებიFacebook
რეფორმატორებიFacebook
ქართული იდეა
ქართული იდეაFacebook

ძირითადად კულტურაზე, უფრო იშვიათად, სპორტზე ვწერ, ამიტომ სამუშაო საათების დიდ ნაწილს უცხოურ გასართობ პორტალებზე ვატარებ. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალს ზერელედ ვადევნებ. ვიცი რამდენიმე მსხვილი პარტია და მათი ქარიზმატული ლიდერები. პარტიულ სიებში მეექვსე ნომრად წარდგენილი კანდიდატის შემდეგ ძალიან ცოტა ადამიანს ვცნობ.

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები ცნობადობის ამაღლებაზე მეტ რესურსს ხარჯავენ და ჩემნაირი "პოლიტიკა არ მაინტერესებს" (ვიცი, რომ ვერ მიტანთ) ტიპების ყოველდღიურობაში უფრო მეტი ახალი პერსონაჟი ჩნდება. ბანერებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, კედლებზე გაკრულ პოსტერებზე გამოსახული ადამიანები სახლის გზაზე ღიმილიანი სახეებით მიმაცილებენ, მიუხედავად იმისა, რომ სახელები ჩემთვის უცნობია, ფერებითა და ლოგოტიპებით ადვილად ვხვდები, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს ვუყურებ.

პირველი განსხვავებული სტილის რეკლამა სრულიად შემთხვევით, საქართველო-ბელარუსის მატჩის შესვენებაზე ვიხილე. X სახელისა და Y გვარის მქონე პიროვნება N რიცხვის შემოხაზვას მთავაზობდა, შინაარსს მოკლებული სლოგანი კი სიტყვების თამაშს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ცესკოს სიას თვალი გადავავლე, მინდოდა იმ კაცის პოვნა, რომელიც შესვენებაზე ვიხილე. ძებნის პროცესში კი სხვა საინტერესო ადამიანები, პარტიები და მოქალაქეთა გაერთიანებები შემხვდა, რომლებიც წელს არჩევნებზე კენჭს იყრიან. ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა ქართული პოლიტიკის ანდერგრაუნდში. ჩემ მიერ მოპოვებული ფოტო და ვიდეო მასალა პარტიების მიერ სოციალურ ქსელებში შექმნილი ოფიციალური გვერდებიდან არის აღებული და სტატიაში ცვლილებების გარეშეა ჩასმული.

პირველი პრეზიდენტის თაყვანისმცემლები

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღემდე ათასობით მხარდამჭერი ჰყავს. ზვიადი გარდაიცვალა, მაგრამ მის გზას სხვები აგრძელებენ. სიტყვები "ზვიადი" და "გზა" ორი პარტიის სათაურში გვხვდება - "ზვიადის გზა. ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის" და "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა". ჩემი ყურადღება პირველის პოსტერმა მიიპყრო, რომელზეც ამოვიკითხე მამა გაბრიელისთვის მიწერილი სიტყვები "ვისაც ზვიადი არ უყვარს, იგი საქართველოს მტერია". თითქოს ერთ სივრცეში მოხვედრილი ორი სუპერვარსკვლავი საკმარისი არ იყო და შემქმნელებმა ფოტოზე იესო ქრისტეს გამოსახულებაც დაიტანეს. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარე 2016 წლის არჩევნების ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი - მიხეილ-გელა სალუაშვილია. რაც შეეხება მეორე პარტიას, ქავერ ფოტოს თუ არ ჩავთვლით, ყველაფერი რიგზეა.

ზვიადის გზის პოსტერები, ზვიად გამსახურდიას გზის ქავერ ფოტო

სიაში კიდევ ერთი პარტიის სახელში გვხვდება ზვიადი, თუმცა ეს ის ზვიადი არ არის, მხოლოდ მისი თანამებრძოლი, ზვიად ძიძიგურია, რომელიც გაცილებით მოკრძალებულია და საიტზე მხოლოდ საკუთარი ციტატების "ქარდები" აქვს გამოტანილი.

ზვიად ძიძიგური - საქართველოს კონსერვატიული პარტია

ერთი დასანანი ამბავი, ფოტო წარწერით - "შედეგი გვაქვს უზარმაზარი", ძიძიგურის გვერდზე არ შემხვდა.

კარგად დავიწყებული ძველები

ამ კატეგორიაში შევიყვანე ადამიანები, რომლებიც ჩემს ბავშვობაში უკვე ხანდაზმულები იყვნენ. მაგალითად, ტრადიციონალისტების ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, სახალხო პარტიის თავმჯდომარე ივანე (მამუკა) გიორგაძე. აქვეა ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურიაც, რომლის პოლიტიკური კარიერის პიკმა წლების წინ გადაიარა, თუმცა მისი პერსონა გიორგი გამსახურდიასთან მიმად ქცეული შელაპარაკების გამო დავიწყებას არ მიეცემა. თუმცა, 2020 წლის ცესკოს ჩამონათვალში ჩემთვის ყველაზე მოულოდნელი იმერეთის ყოფილი გუბერნატორის, შევარდნაძის ეპოქის ჩინოვნიკის, თეიმურაზ შაშიაშვილის ხილვა იყო. მისი პარტია "თეთრები" სიის სათავეში წარმოდგენილია პირველი ნომრით . როგორც მოსალოდნელი იყო პოსტერებში თეთრი ფერი ჭარბობს და ზოგ ფოტოზე პოლიტიკოსები პირდაპირი მნიშვნელობით ნათლიდან გამოდიან, ბატონი თემურის თავზე კი წითელი ლაქაა, რომლის წარმომავლობა პირადად ჩემთვის გაუგებარია.

პარტია "თეთრები"

აქტიური ფაშისტები

ამათზე არ მეცინება. ეს ის შემთხვევაა, როცა იატაკქვეშეთი ქუჩაში გამოდის, დიდი ალბათობით, ხელისუფლების ფულით ფინანსდება და უმცირესობებს საფრთხეს უქმნის, მაგრამ პირველ და ბოლო ფოტოზე, მაინც მეცინება.

"ქართული იდეა", ვაკის მაჟორიტარი გეგა ხვედელიძე, ქუთაისის მაჟორიტარი რამინ აბესაძე, საბურთალოს მაჟორიტარი ანზორ საკანდელიძე
"ქართული მარში": ინგა ბერიკაშვილი, ცირა ჯავახიშვილი, ზაურ(ზაზა) ჯალაღონია

ბესო ჩუბინიძე

ბესო ჩუბინიძე ყველა კატეგორიას ერგება, იგი ყველაფერი და არაფერია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე ამ ადამიანის ბიოგრაფიიდან რამდენიმე ამონარიდს გაგაცნობთ, რომ დარწმუნდეთ ბატონი ბესოს ყოვლისმომცველობაში. "1988 წელს დაარსა დისიდენტური ჟურნალი "გულნადები"; 1990 წელს ჩაუდგა რუსთავის მწვანეთა ახალგაზრდულ მოძრაობას; 1992 წელს დაარსა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ახალგაზრდული გაზეთი "კოქტეილი"; 1994 წელს დაარსა საქართველოში სიყვარულის დღე - 15 აპრილი; 1996 წელს ქართული ხელოვნებისა და კულტურის მხარდასაჭერად დაარსა ჟურნალი "ვარსკვლავები"; 2001 წლიდან წამოიწყო კამპანია შიდსის და ნარკოტიკების წინააღმდეგ; 2003 წელს მისი რეჟისორობით შეიქმნა ერთადერთი დოკუმენტური ფილმი, რომელიც სრულად ასახავდა "ვარდების რევოლუციას"; საქართველოს წარმატებულ მამაკაცთა დაჯილდოების ცერემონიალზე გახდა "წლის პერსონა 2016" ტიტულის მფლობელი; აფხაზეთის ომის ვეტერანი; გოლფის ტურნირის გამარჯვებული, ჟურნალისტთა შორის მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, მინი-ფეხბურთის ტურნირის ოქროს მედლის პრიზიორი; ნუმიზმატი, ფილატელისტი". ჩამოთვლილ ტიტულებს კიდევ ერთი შეემატა - ქართული პოლიტიკური მოძრაობის, ქართული ფესვების, ერთ-ერთი ლიდერი და ქალაქ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

"ქართული ფესვები" მაჟორიტარობის კანდიდატი ბესიკ ჩუბინიძე

ასოციალურები

ცესკოს ჩამონათვალში რამდენიმე ისეთი პარტიაც შემხვდა, რომელსაც სოციალურ ქსელებში გვერდი საერთოდ არ აქვს, რაც 21-ე საუკუნის სტანდარტების გათვალისწინებით, მინიმუმ, წამგებიანია. ასეთებს შორის აღმოჩნდნენ საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია", "ახალი ქრისტიან-დემოკრატები", მოძრაობა "თავისუფალი საქართველოსთვის", "მშრომელთა სოციალისტური პარტია". ასევე, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მხოლოდ სამხარეო ორგანიზაციებს აქვთ გვერდები. შოთა მალაშხიას ქრისტიან-კონსერვატიული პარტიას Facebook-ზე სამი წელია არ უაქტიურია, სამაგიეროდ, გვერდის მიერ გაზიარებულ ფოტოებში ვიპოვე ულამაზესი ტორტი.

ქრისტიან-კონსერვატიული პარტია

დაწუნებულები

თავდაპირველი სია 66 პარტიისგან შედგებოდა. ამ დროისთვის სხვადასხვა დარღვევებისა და შეუსაბამობების გამო მხოლოდ 50 დარჩა. დაწუნებული ორგანიზაციებიდან ერთზე გავამახვილებ ყურადღებას. ძალიან მესიამოვნებოდა საარჩევნო სიაში "სოციალურ დემოკრატიული პარტიის" ხილვა, რომელმაც ქავერის ფოტოდ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველი ემიგრანტების რუკა დაიყენა.

ქართველი ემიგრანტების რუკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სხვა საინტერესო მონაწილეების ხილვა ფოტოგალერეაში შეგიძლიათ. სტატიის დასაწყისში ნახსენები XY კანდიდატი "ტრიბუნის" თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე, პარტიის ნომერი 4, ხოლო სლოგანი ტრიბუნიდან ტრიბუნალამდე აღმოჩნდა.

არჩევნებიარჩევნები 2020საქართველოპოლიტიკაპარტიაზვიად გამსახურდიაზვიად ძიძიგურიქართული მარშიქართული იდეათეთრებითემურ შაშიაშვილი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 - 13:46დეკანოიძე: არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში არ მივიღებთ მონაწილეობას
  • ოთხშაბათი, 9 ივნისი, 2021 - 15:05ღარიბაშვილი: არჩევნებზე 53%-ს ველოდებით, ყველას გადაეცით
  • პარასკევი, 12 მარტი, 2021 - 16:29სუბარი: ოპოზიციას მოლაპარაკების სურვილი არ აქვს, ამიტომ იწყებს ახალი სკანდალების გამოჩეკვას
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:51მდინარაძე ოპონენტებს: იქნებ შეძლოთ და უარი თქვათ სიყალბეზე დაფუძნებულ რადიკალიზმზე
  • ხუთშაბათი, 11 მარტი, 2021 - 20:29მდინარაძე: IRI ადასტურებს, რომ 2020 წლის არჩევნები ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტული იყო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 23:09

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:59

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:10

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში