არჩევნები 2020

ფოფხაძე კოალიციაზე: ბილწთ არ შევეკვრი ზავითა

ვთქვი და ვიმეორებ, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა, ეს ჩემთვის პრინციპული თემაა, ასე რომ, ვისაც ჩავთვლი, რომ ბილწია, მე იმას ზავით არ შევეკვრები. ჩემი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მეორე ტური მოხდეს და ამ მეორე ტურში გია ვოლსკისთან ერთად ვიყო მე... მე მაქვს იდეოლოგიური და პრინციპული წინააღმდეგობები, როგორც ლელოსთან, ასევე გირჩთან.

თქვა ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში "ვის ირჩევს საქართველო" .

კომენტარები