არჩევნები 2020

დოლიძე: მე ვიქნები უკანასკნელი ნამდვილი მაჟორიტარი, უკანასკნელი მოჰიკანის მსგავსად

დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, თუ არ შემოხაზავს ის ანა დოლიძეს, ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტში არ მოხვდება. ვინაიდან მე არ ჩავატარე ის, რასაც აკეთებს დღეს ბევრი პოლიტიკოსი, მე არა ვარ გადაზღვეული პარტიული სიით, ამიტომ, მე მაქვს ამბიცია, რომ მე ვიქნები უკანასკნელი ნამდვილი მაჟორიტარი, უკანასკნელი მოჰიკანის მსგავსად, იმიტომ, რომ 2024 წელს მაჟორიტარული არჩევნები არ იქნება

თქვა დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ფორმულას ეთერში, გადაცემაში "ვის ირჩევს საქართველო" .

კომენტარები