საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მმკ-ის მღვდლები: მკრეხელურია ტაძრის დეზინფექცია და წირვაზე საკარანტინო დისტანცია

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების ექსტრემისტული დაჯგუფება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი განცხადებას აქვეყნებს, სადაც ახალი კორონავირუსის პანდემიას "ცრუ პანდემიას" უწოდებს.

ამასთან, მღვდლები ეწინააღმდეგებიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ მიღებულ იმ საკარანტინე ზომებსაც კი, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკის გამო. 

"მკრეხელურია ტაძრის შიდა სივრცის, ხატების, განსაკუთრებით კი საკურთხევლის დეზინფექცირების ზომების, ასევე ტაძრებში ე.წ საკარანტინო დისტანციისა და მსგავსი ღვთისმბრძოლი საკარანტინო ზომების დაწესება. ტაძარი ისეთი ადგილია, სადაც საიდუმლოებებისა და მორწმუნეთა ერთობლივი ლოცვით, ყველაზე მეტად მოქმედებს ღვთის ხელთუქმნელი მადლი. ეს კი გამორიცხავს ინფექციის გადაცემის შესაძლებლობას". - ამბობს დეკანოზი დავით ისაკაძე ვიდეომიმართვაში.

კომენტარები