არჩევნები 2020

მინისტრის მოადგილე: სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, 1 კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ

განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის ცნობით, საარჩევნო უბნების ძირითადი ნაწილი სკოლების შენობებშია განთავსებული, ამიტომ გადაწყდა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ეს სკოლები 1 კვირით დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. თქვა ამის შესახებ დგებუაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე .

"რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ავიცილოთ რისკები თავიდან, გადაწყდა, რომ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გადავა დისტანციურ ფორმატზე და მომდევნო კვირაში ჩვეულ რეჟიმში განახლდება". – ამბობს დგებუაძე.

საქართველოში 2020 წლის საპარალემენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები