კორონავირუსი

COVID 19-ით ინფიცირებულებიდან 63 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

reuters

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, საქართველოში ახალი კორონავირუსის აქტიური, 4 886 შემთხვევიდან, 63 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 61 კი მართვით სუნთქვაზეა. მისივე თქმით, მძიმე პაციენტებიდან 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი, ერთი კი - ცხინვალიდან.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა, 179 კი თბილისში, იმერეთში - 91, ქვემო ქართლში - 28, შიდა ქართლში - 19, კახეთში - 11, მცხეთა მთიანეთში - 3, გურიაში - 3 და სამცხე-ჯავახეთში - 1. 

დღეს, 9 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.  

კომენტარები