ახალი კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 - თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ცნობით, ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ით ინფიცირების 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში გამოვლინდა, 134 – თბილისში, 68 – იმერეთში, 8 – სამცხე-ჯავახეთში, 8 – ქვემო ქართლში, 8 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 6 – შიდა ქართლში, 5 – კახეთში, 5 – მცხეთა-მთიანეთში.

მარინა ედელაძის თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი სამივე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა. 

8 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 318 ადამიანი და გარდაიცვალა – 3.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 225 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5553 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 66 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები