ევროკავშირი

"ბოლო მომენტამდე ველოდით ვენეციის კომისიის დასკვნას" – კახიანი EU-ს კრიტიკის პასუხად

პარლამენტი

ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-7 ნომერი, პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი კახიანი ეხმაურება ევროკავშირის განცხადებას, რომელშიც მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესის მიღების გამოა გაკრიტიკებული. 

გიორგი კახიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდი ბოლო წუთამდე ელოდებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას და სწორედ ამიტომ, ახალი კანონი ბოლო პლენარულ სხდომაზე მიიღეს. 

"ბოლო მომენტამდე ჩვენ ველოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა, გვესმის, რომ დასკვნის მომზადებას გარკვეული დრო სჭირდება, ერთი მხრივ და, მეორე მხრივ, ჩვენ ეს კანონი მივიღეთ პლენარული სხდომების დასრულების ბოლო დღეს. ამის შემდეგ პლენარული სხდომები არ იმართება.

ეს მოწვევის პარლამენტი შესაძლებელია პლენარულ სხდომაზე აღარ შეიკრიბოს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები აღარ ტარდება. ანუ ფაქტობრივად ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეს. ახლა აქედან გამომდინარე საკითხი ასე იდგა, რომ ან არ უნდა მიეღო ამ მოწვევის პარლამენტს ეს კანონპროექტი, ან უნდა მიგვეღო ისე, როგორც გავაკეთეთ". – ამბობს გიორგი კახიანი. 

5 ოქტომბერს ევროკავშირი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის წესის მიღებას და სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ მმართველი გუნდი ახალი კანონის მიღებისას არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც თავად მოითხოვა. 

კომენტარები