კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეზღუდვები არ გვინდა, შესაბამისი სამსახურების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს

ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად გადავდგით ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით. ვაგრძელებთ ეკონომიკის მუშაობას, განათლების სისტემის მუშაობას, მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, შესაბამისად, არანაირი საფუძველი და სურვილი, დღეს ეს შევზღუდოთ, არ გვაქვს, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს იწვევს იმას, რომ ყველა შესაბამისი სამსახურის პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, ერთმნიშვნელოვნად, სხვანაირად ეს ყველაფერი იქნება უკიდურესად რთული სამართავი

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე. 5 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

კომენტარები