ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი 60 წლის ქალია, ის რეანიმაციაში იყო მოთავსებული. პაციენტი საავადმყოფოში 1-ელ ოქტომბერს შეიყვანეს.
ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 209 ტესტი ჩატარდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 659 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 602 გამოჯანმრთელდა, 13 კი გარდაიცვალა.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



