კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას COVID-19 დაუდასტურდა

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ე.წ პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

პრესსამსახურის თანახმად, ავადმყოფობა მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მკურნალობის კურსს ბჟანია ამბულატორიულად გადის და თავს კარგად გრძნობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის 8459 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6726 ადამიანი, გარდაიცვალა - 108.

კომენტარები