კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა

CNN

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 222 ტესტი ჩატარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 სულ 98 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

დღეს, პირველ აგვისტოს, რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი გახსნა. როგორც Ria Novosti წერს, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შემდეგ მიიღეს.

კომენტარები