კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 248 ადამიანს.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 716 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა 621 ადამიანი, 13 კი გარდაიცვალა.

კომენტარები