კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tom Wolf

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე 225 ტესტი ჩაატარეს, რომელთაგან 61 დადებითია. 

ოკუპირებილ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 939 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 255 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.

კომენტარები