არჩევნები 2020

კილაძე, კაკულია, მაჭავარიანი, გაბუნია, მაღრაძე - ვინ აღარ არის ქართული ოცნების სიაში

ქართულმა ოცნებამ 2020 წლის არჩევნებისთვის 150-კაციანი პროპორციული სია წარადგინა.

ქართული ოცნება საპარლამენტო გუნდში აღარ მოიაზრებს არაერთ იმ დეპუტატს, რომლებიც აქამდე პარტიის ცნობილი სახეები იყვნენ.

მათ შორის არიან - სოფიო კილაძე, ენძელა მაჭავარიანი, ზაზა პაპუაშვილი, გუგული მაღრაძე, ზაზა გაბუნია, ენზელ მკოიანი, გია გაჩეჩილაძე, რევაზ არველაძე, კარლო კოპალიანი.

ქართულმა ოცნების სიის პირველი ნომერი მოქმედი პრემიერი გიორგი გახარიაა. მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში არიან კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, მორაგბე დავით კაჭარავა, პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ასევე, პარტიის პრესსამსახურის წევრი - გრეტა წიწავა.

კომენტარები