ახალი კორონავირუსი საქართველოში

ენდელაძე: COVID-19-ით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 32 – თბილისში

ინტერპრესნიუსი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან 175 აჭარაში გამოვლინდა, 38 – იმერეთში, 32 – თბილისში, 16 – გურიაში, 14 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 11 – სამცხე-ჯავახეთში, 7 ქვემო ქართლში, 4 – კახეთში.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 148 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. გარდაცვლილებიდან 2 აჭარაში მკურნალობდა, ერთი – თბილისში.

სულ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 2 054 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 31 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 

კომენტარები