ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 4.3 თეთრით, ხოლო ევროსთან 5.2 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ახალი კურსით, ლარმა დოლართან მიმართებით 4.3 თეთრი, ხოლო ევროსთან მიმართებით 5.2 თეთრი დაკარგა. 

ახალი კურსით 1 დოლარის ღირებულება 3.3332 ლარი, ხოლო 1 ევროსი 3.8812 ლარია.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 24.3 თეთრით, ხოლო ევროსთან 21.2 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 50 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 82 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები