როდესაც, ესეთი გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით და მოლოდინები განაპირობებს, როგორც წესი, ასეთ გაუფასურებას მოჰყვება სწრაფი გამყარება. ეს არაერთხელ გვინახავს საქართველოში, მათ შორის წელსაც, მაისში, როდესაც ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა და შემდეგ ისევ სწრაფად გამყარდა. რაც შეეხება სებ-ის მზაობას, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი მანდატი ფასების სტაბილურობა და ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებაა. გაცვლით კურსს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, ეს იმას ნიშნავს, რომ კურსს არ განსაზღვრავს ეროვნული ბანკი და სავალუტო ინტერვენციები, არამედ ამას განსაზღვრავს საბაზრო ძალები - მოთხოვნა და მიწოდება და იმისდა მიხედვით, თუ რა ვითარებაა ეკონომიკაში, ეს აისახება სავალუტო ბაზარზეც.
tbl.ge/53ob
დაკოპირდა

ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ იმნაიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- ქვრივიშვილი: სპარსეთის ყურის ქვეყნებში გაძლიერდა ნდობა, რომ ჩვენი მომავალი პოზიტიურია
- სებ ჩინურ CIPS-თან თანამშრომლობაზე: არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
- კობახიძე: ჩვენ გვაქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა
- საქართველოს მოსახლეობის 56% ეკონომიკურ კრიზისს ელის – ACTR-ის კვლევა
- ყოველ მე-5 მოქალაქეს სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვს – "საზოგადოება და ბანკები"




