ეკონომიკა

$40 მილიონის გაყიდვის მიუხედავად, ლარი დოლართან 1 თეთრით გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ამ ტენდენციას ხელი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვებიდან 40 მილიონი დოლარის გაყიდვამაც ვერ შეუშალა. დღეს ლარი დოლართან მიმართებით 1 თეთრით გაუფასურდა, თუმცა, უმნიშვნელოდ, 0.04 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებით. 

ახალი გაცვლითი კურსით, 1 დოლარის ღირებულება 3.2641 ლარს შეადგენს, ხოლო 1 ევროსი 3.8226 ლარს.

სექტემბრის თვეში ლარი დოლართან 18 თეთრით, ხოლო ევროსთან 16 თეთრით გაუფასურდა. ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად 150 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსი განსაკუთრებით პანდემიის შედეგად ჩაკეტილი საზღვრებისა და რამდენიმეთვიანი კარანტინის ფონზე დაეცა. 7 თვის წინ, პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის 23 თებერვალს ერთი ევროს ოფიციალური კურსი - 3.0571 ლარი იყო, ხოლო 1 აშშ დოლარის - 2.8299 ლარი. ამ პერიოდში ლარი დოლართან 42 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან კი - 77 თეთრით.

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილურობისთვის რეზერვები რამდენჯერმე გაყიდა. 2020 წელს სებ-მა სულ 460 მილიონი დოლარის რეზერვი გაიტანა სავალუტო ბაზარზე.

კომენტარები