ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 1.5 თეთრით კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. დღეს ლარმა ამერიკულ დოლართან მიმართებით 1.5 თეთრი დაკარგა და გაცვლითმა კურსმა 3.2295 ლარი შეადგინა. 

ლარი უმნიშვნელოდ 0.007 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და ახალმა კურსმა 3.8050 ლარი შეადგინა. 

ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით საყურადღებოა იმ კონტექსტში, რომ გუშინ, 16 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაყიდა, ეს მიმდინარე კვირაში უკვე მეორე ინტერვენცია იყო. 

ბოლო კვირაში ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით დაახლოებით 2-2%-ით გაუფასურდა.

ჯამურად მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე 13 ინტერვენცია განახორციელა, რომელთა მეშვეობითაც რეზერვებიდან 420 მილიონი დოლარი გაიყიდა.

კომენტარები