არჩევნები 2020

კაპანაძე თურნავაზე: ჩაფლავებული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრია

ევროპული საქართველო

ევროპულმა საქართველომ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დაიბარა. როგორც პარტიაში განმარტავენ, მინისტრთან მათ კონკრეტული კითხვები აქვთ.

პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების არასწორმა მენეჯმენტმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა და ეპიდსიტუაციაც გაუარესდა.

"ეს მინისტრი არის ამ ჩაფლავებული ქართული ოცნების გუნდის ერთ-ერთი ყველაზე ჩაფლავებული მინისტრი. ჩვენი კითხვები ეხება მის მენეჯმენტს და იმ ჩავარდნილ ზომებს, რომლებიც მათ მიიღეს კოვიდთან დაკავშირებით და შეიწირეს ეკონომიკა, ასევე, იმ დილემას, რის წინაშეც აღმოვჩნდით დღეს ყველანი, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია და, მეორე მხრივ, გვაქვს მატება ინფიცირებული ადამიანების.

სწორედ დღეს გამოჩნდება, მათ შორის, რატომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნება, ეს ჩაფლავებული გუნდი და რატომ უნდა მოხდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას წაიყვანს წინ და არ ამყოფებს ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც დღეს ჩვენ ვართ". – ამბობს სერგი კაპანაძე.

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგება.

კომენტარები