არჩევნები 2020

თავდემებმა თავმჯდომარედ თამარ კეკენაძე აირჩიეს და 4 მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინეს

თავისუფალმა დემოკრატებმა პარტიის ახალ თავმჯდომარედ თამარ კეკენაძე აირჩიეს. ასევე, პარტიული სიის პირველ ნომრად პარტიის გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძე დაასახელეს.

გარდა ამისა, თავისუფალმა დემოკრატებმა საკუთარი კანდიდატები ოთხ მაჟორიტარულ ოლქში წარადგინეს - ორი თბილისში, ორი კი - რეგიონში.

  • ვიტალი დარასელია - საბურთალოს საარჩევნო ოლქი;
  • ედუარდ ელოშვილი - ისნის საარჩევნო ოლქი;
  • დავით ჭუნიაშვილი - გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი;
  • ვახტანგ მარტოლეკი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგის საარჩევნო ოლქი;

თავისუფალი დემოკრატები რამდენიმე კვირის წინ ლიდერებმა - ნინო გოგუაძემ, შალვა შავგულიძემ, სანდრო ბარამიძემ, ასევე, ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა გიორგი ქიტიაშვილმა დატოვეს. მათ მიზეზად "პარტიაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება" დაასახელეს. იქამდე, პარტიიდან წავიდა და ლელოს შეუერთდა ლევან სამუშია.

კომენტარები