არჩევნები 2020

გიორგი ლომია სამოქალაქო აქტივისტს პუტინის სტიკერის შუბლზე მიკვრას უპირებდა

ქუთაისში პუტინისტური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიის წარდგენის ღონისძიება კონტრაქციის ფონზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა პარტიის წევრებსა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შორის.

პატრიოტთა ალიანსის წევრი, გიორგი ლომია გააღიზიანა კითხვამ – "არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი და არის თუ არა პუტინი ჩვენი მტერი". კონტრაქციის მონაწილეს სურდა, ლომიასთვის გადაეცა სტიკერი პუტინის გამოსახულებით, რაზეც ლომიამ უთხრა: "ეს შუბლზე მიიკარი" და ამის გაკეთებაც სცადა.

სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის წევრებს "პუტინის მონები" უწოდეს და მათ სიმბოლურად ჭიქებში ჩამოსხმული რუსული ბორშჩიც დაურიგეს.

კომენტარები