ახალი კორონავირუსი საქართველოში

გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tom Wolf

გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

მისივე ცნობით, 6 ახალი შემთხვევიდან ორი ლანჩხუთში დადასტურდა, ხოლო 4 ოზურგეთში. როგორც მჟავია ტაბულასთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, ეს მონაცემები არ ერთიანდება დილით დადასტურებულ 87 შემთხვევასთან, რადგან ამ 6 პაციენტზე ტესტის პასუხები საღამოსკენ გახდა ცნობილი.

დღევანდელი მონაცემებით, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.

11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი.

კომენტარები