ახალი კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში COVID-19-ის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს ქვეყანაში 24 საათში დაფიქსირებულ შემთხვევათა მაქსიმუმია. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზრდა 9-ით. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები