ეკონომიკა

თელასის 24,5%-იანი წილი ბიზნესმენმა, ხვიჩა მაქაცარიამ შეისყიდა

დღევანდელ საჯარო აუქციონზე კომპანია თელასის 24,5%-იანი წილი კომპანია "ბესტ ენერჯი ჯგუფმა" შეიძინა, რომლის დამფუძნებელიც და 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

აუქციონში მხოლოდ აღნიშნული კომპანია მონაწილეობდა, ხოლო 24,5%-იანი წლის საწყისი ფასი 10 მილიონ დოლარს აღემატებოდა. თელასის 75,1%-იანი წილის მფლობელი კომპანია Silk Road Holdings-ის გავლით, რუსული ენერგეტიკული გიგანტი ინერ რაოა. 

ხვიჩა მაქაცარია ასევე ფლობს კავკასუს ონლაინის წილს და თბილისი ენერჯის საკონტროლი პაკეტს. 

კომენტარები