სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქართულმა ოცნებამ ბევრჯერ მოატყუა ჩვენი მოსახლეობა და იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა სათანადო პასუხს გასცემს, მაგრამ იცით უბედურება რაშია? ამათ ხელშია ბერკეტები ამ საარჩევნო რაღაც-რაღაცები და მე აბსოლუტურად ვხედავ ახლავე, რომ ამას მაქსიმალურად გამოიყენებენ. მე მგონია, რომ მომავალ პარლამენტში... შენ [ბექა ნაცვლიშვილი] თუ მოხვდები არ ვიცი, არა მგონია, რომ მოხვდები და ჩემს თავსაც ვერ ვხედავ იმ პარლამენტში ნამდვილად. იმიტომ, რომ პარლამენტი იქნება, ჩემი დღევანდელი გათვლით, უაღრესად ცუდი და უვარგისი. ყოვლად უვარგის პარლამენტს მივიღებთ, მე ვხედავ უკვე დღევანდელი დღიდან.
tbl.ge/524w
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილს მიმართავს.
ამავე თემაზე
- ხვიჩია: ვეძებდი და ვერავინ ვიპოვე, ვინც რევოლუციის მომწყობი იყო
- ხვიჩია: ბოკერიას აზრი დაფინანსებაზე იყო არასწორი, მაგრამ ვაპატიე, როგორც გულმოწყალემ
- ისტორიის დასასრული და უკანასკნელი პარლამენტი
- გიგა ბოკერიამ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა
- TI: ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-ში 68 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს