არჩევნები 2020

ჟვანია: ინფიცირებულების ხმის მიცემის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯომარის, თამარ ჟვანიას თქმით, კოვიდინფიცირებულების ხმის მიცემის უფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული იქნება და სავარაუდოდ, ისინი ამ უფლებით ვერ ისარგებლებენ.

"კლინიკებში მოთავსებულ პირებზე არის ძალიან პრობლემური სიტუაცია, ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილება არ აქვს არცერთ ქვეყანას მიღებული, რომ ინფიცირებულს ჰქონოდა შესაძლებლობა ხმის მიცემის". – ამბობს თამარ ჟვანია.

ჟვანია ფიქრობს, რომ განსხვავებით ინფიცირებულებისგან, კარანტინში მყოფ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება ექნება და ამის შესაძლებლობა არსებობს.

"თუმცა, ცალკე საკითხია კარანტინში მყოფი ამომრჩევლები და სხვათაშორის, ჩვენს საარჩევნო კანონმდებლობაში უკვე ეს მუხლი არსებობს კიდეც, რომ სწორედ ცესკო მიიღებს გადაწყვეტილებას საკარანტინე სივრცეში არჩევნების ჩატარება-არჩატარების შესახებ, ოღონდ ეს გადაწყვეტილება დაეფუძნება, რა თქმა უნდა, ექსპერტების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. კოვიდინფიცირებულებზე კი ძალიან რთული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება". –თქვა თამარ ჟვანიამ პალიტრა ნიუსის ეთერში.

კომენტარები