არჩევნები 2020

ჟვანია: ყველა ამომრჩეველს შევთავაზებთ ინდივიდუალურ კალამს

დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენ მოვახერხებთ, რომ ყველა ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური, არავის ხელში რომ არ არის უკვე მოხმარებული, ისეთი კალამი.

რა თქმა უნდა, ეს კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და რა თქმა უნდა, ისინი ამ კალამს მიიღებენ ინდივიდუალურად, ერთჯერადად გამოყენებისთვის.

სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს, მას ექნება შესაძლებლობა ის გამოიყენოს, ჩვენ ამას ვერ გავაკონტროლებთ კაბინაში, მაგრამ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველა ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი.

ამბობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია პალიტრა ნიუსის ეთერში.

კომენტარები