ჩოგბურთი

ჯოკოვიჩს US Open-ზე მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს [Video]

მსოფლიოს მოქმედ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩის ამერიკის ღია პირველობაზე გვერდითი ხაზის მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

ჯოკოვიჩი პაბლო კარენო ბუსტას ხვდებოდა და პირველ სეტში ანგარიშით 6:5 მარცხდებოდა.

გაბრაზებულმა ჯოკოვიჩმა ჩაწოდების წინ ბურთი ისროლა, რომელიც მსაჯ ქალს სახეში მოხვდა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის სროლისას ჯოკოვიჩი მსაჯისკენ ზურგით იყო და მას ვერ ხედავდა, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა თამაში გაწყვიტა და ჯოკოვიჩი ტურნირს გამოეთიშა. დიდი სლემის ტურნირების წესების მიხედვით, ნებისმიერი თავდასხმა, იქნება ეს მსაჯზე, მოწინააღმდეგეზე თუ მაყურებელზე, ისჯება და სასჯელის ზომას შეხვედრის მთავარი მსაჯი კონსულტაციის შემდეგ წყვეტს.

 

კომენტარები