ახალი კორონავირუსი საქართველოში

ოზურგეთში, სოფელ ასკანაში, ერთ პირს COVID-19 დაუდასტურდა

Shannon Stapleton/Reuters

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში, ერთ პირს COVID-19 დაუდასტურდა. ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ქოტიძის თქმით, ინფიცირებული 62 წლის მამაკაცია და ის ჩოხატაურის კლასტერთანაა დაკავშირებული.

"ჩოხატაურის კლასტერიდან დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, ეს არის სოფელ ასკანაში, რომელშიც 62 წლის ხანშიშესულ მამაკაცს დაუდასტურდა ვირუსი". – თქვა ოზურგეთის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ქოტიძემ.

5 სექტემბერს საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 8 ადამიანი – ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა. 

ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 1 621 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 1 302 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

კომენტარები